პოეზია · ლირიკა
მეფისტოფელები
მტრედებით სავსე ქვაფენილზე დავაბიჯებ დამტრედი მშვიდობას, ჩემი სისხლი ბრძოლას მაუწყებს,დღეს მატიანე ისტორიას ამახინჯებდა,ვაითუ შუბლზე შერჩენილი ძარღვიც გაუწყდეს.ვაითუ დღესაც ორმაგია მლიქვნელთა რიცხვი,ვაითუ დროშა მავანთათვის მხოლოდ ნოხია,უფლისგან ვიცი, ნება არ მაქვს მათი განკიცხვის,უსიტყვოდ ვუცქერ საქართველო როგორ მოხიათავისი გულის კალენდრიდან, მიართვა ბუხარს,იმისი ალით უსირცხვილოდ გაითბო ხელი,ხალხი ტაშს უკრავს ამ ნიღბოსან მოღვაწეს მქუხარს,დრამა გრძელდება... კულისებში მეფისტოფელიმის მსგავს არსებას ნიღაბს წებავს საშენ მასალითდა მერე ქვეყნის სადრეგრძელოს ყანწით დაცლიან,კეთილ კაცს სტუმრად უმასპინძლებს მოტკბო სამსალით,ბრბოს გაბრიყვებას მერე ერთურთს აღარ აცლიანდა მიდის დრამა უსასრულოდ, გაუთავებლად,ფესვებს აჭრიან შემორჩენილ მეფის ტოლ თელებს,გრძელდება დღემდე ისტორიის დაუთოვებაც,შეწყდა სპექტაკლი, გეშინოდეთ მეფისტოფელებს!!!