↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ავტოპორტრეტოგრაფია

სურმანიძე ანა (ქალთამზე)

2026-07-181 წთ საკითხავი662 ნახვა

—
ჰამაკში ვწერვარვისვენებ და შევსცქერი ზეცას...ღმერთო!...ზეცაში ფილმად ვნახე ჩემი წარსული...ჩანასახიდანროს ჯერ კიდევ მუცელი მეცვავითვლი დროის ზრდას... რა დრო გასულა...დედამ იკივლა...ტკივილისგან შეიძრა მიწა,ტკიოდა ხორცი, ძარღვში ურცადმდინარე სისხლი...და გავიხადე დედის მუცელი,რომელშიც ცხრა თვე ჩემი ძმა იწვა...და დედამიწას ვუთავაზე ორივე წიხლი...და დავემატე დედამიწას – ჩემივე აკვანს...მოურიდებლად გავეხვიე ზეცის საფენში,გავიზარდე და... ზეცას ჩემი სურვილი გაჰყვა,ახლაც ამიტომ შემომცქერის ალბათ, სახეში.მერე მინდოდა...სულ მინდოდა უფალთან ყოფნა...და უღმერთობა მაწამებდა, სულს მიხუთავდა,მე სიყვარული მინდოდა და არ მოდიოდა,ეს უღმერთობა სიყვარულის კარებს ხურავდა...ბევრი ვიარე გადავსერე გოლგოთა თითქოს,და ჩემი ცოდვა თან ვათრიე ჩემივე ჯვარი,ცრემლის და ოფლის გახსენებით დღეს ფრჩხილსაც ვითბობ,ვგრძნობ, მთელ სხეულზე მომეფინა იმ ცოდვის ცვარი.მაინც არ ვნანობ, გეფიცებით არც ერთი წამით,მიწოდეთ ბრიყვი, მიწოდეთ ბრმა, თუნდაც შეშლილი,არ ვნანობ წარსულს, მე უღმერთო წარსულიც მინდა,რომ ჩემს მომავალს მივეგებო კვლავ დაგეშილი...
სურმანიძე ანა (ქალთამზე)

სურმანიძე ანა (ქალთამზე): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი