პოეზია · ლირიკა
შარბათსიზმარი ანუ აფხაზეთს ვიყავ
აფხაზეთს ვიყავ წუხელ სიზმარში...იმედისფერად ჰყვაოდა ზეცა...შემომეგება და ჩემს წინაშეხასხასა მოლის ხალიჩებს ჰკეცდა.
მთლად ქართველებით გაივსო მიწა,აფხაზეთს ქართლის სუნი სდიოდა...ბაზალეთს გვერდით მიუწვა რიწა,ფსოუც ჭოროხის გვერდით დიოდა.
მეც ერთ აფხაზ ბიჭს ხელი ჩავკიდე,არ გვწყინდებოდა ერთურთის ცქერა,და როგორც ღამე დღეს შეეყრება-ის იყო შავი, მე ვიყავ ქერა...
გულში ვიძვრენდი აფხაზურ ზეცასდა ზღვაში შეჭრილ ოქროსფერ კონცხებს,მერე ავტირდი ნაცემ ბალღივითდა რასაც შევწვდი ვკოცნე და ვკოცნე.
ქართული სუნი სდიოდა ყველას,აფხაზურ სახლებს, მზეს და ბალახებს...ღმერთო მაღალო! შარბათსიზმარიოღონდაც ცხადში კვლავ დამანახე!