↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დამშრალი ნოემბერი

სურმანიძე ანა (ქალთამზე)

2026-07-181 წთ საკითხავი657 ნახვა

—
სული დამეწყრა ფიქრთა ნამქერმა...ამხსენით!...სისხლზე მაქვს ბორკილები!გადმოიღვაროს მინდა ჩანჩქერადსისხლი, სხეულში ნაბოგინები!ახლა გარდაცვლილ სიმშვიდეს ვუხმობ,ის კი ფარფატებს სამყაროს მიღმა...ამღვრეულ სულს და ცვარიან თვალებსყოველდღე მაინც სიმშვიდით ვნიღბავ.გახუნდა მზე და მოაკლდა სითბო,დამშრალ ნოემბერს დღეებს უთვლიან...ეს შემოდგომაც კენტად ჩაივლის,თუმც ჯერ გაზაფხულს არ ჩაუვლია!......სისხლში ომია... მებრძვის... ვნებდები...ზავი დავუდე სულის სანაცვლოდ,თუ კი სიმშვიდე აღარ ჩამაცვა,მიჯობს, სხეულმა სულიც გამაძროს!
სურმანიძე ანა (ქალთამზე)

სურმანიძე ანა (ქალთამზე): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი