პოეზია · ლირიკა
სისხლის აქცია
“...და ალიონზე”ლორთქო ბალახს ცვარი წასკდება,მე კი ცრემლები...ტერფით ცვარი ცრემლად ვაქციე,ბადაგისფერი სითხე ძარღვში ნაპირს ასკდება, -სივრცე არ ჰყოფნის - საპროტესტოსმართავს აქციას.“მეტი მოზიდეთ...”ნაპირები დაფარა ღვინომ...არსებულ სივრცეს მიუმატეთ არარსებული...თორემ იფეთქებს(ახლა წარღვნას სურს მოილხინოს...)ისეა ღვინით ყველა ძარღვი გადავსებული...
თორემ იფეთქებს...ამ წარღვნაში ვერ ნახავ ნოეს, -იმდენ იუდას, რამდენ ბოროტს მოესურვება,შემომეშველე...წარღვნის მერე ვერ ნახავ პოეტს,გამიფართოვე, გამისივრცე პოეტს ბუნება...თორემ ფილტვებმაეს სამყარო უკვე შესრუტა...განზომილებებს ვეწაფები...ვისუნთქავ ხარბად.ჰო, გამასივრცე..პაემნის დრო ვიდრე შესრულდა,შემომეშველე...სხვა სამყარო მასუნთქე ჭარბად!..