↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაღლილ წამწამთ ქვეშ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96987 ნახვა

—
დაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს,რაც დასრიალებს უმიზნობით ხანდახან ქალში,შეუბოჭია მოძრაობა მთელი ქვეყნისა,მთელი ქვეყანა გახვეულა ქალის დალალში.
ჩემი ცხოვრება, ვით სხეული დაუმარხველი,წარსულისაგან სწყევლის, სწყევლის ამ ფერმკრთალ სახეს,ის ვერ განშორდა განმყინვებელ, მკვლელ თვალთა ცქერას,ვერ განერიდა თმას მთრთოლავსა და მოცახცახეს.
სიზმართა რგოლში ჯადო მკაცრი ტანჯვა-წამებისმაჩვენებს ხოლმე სახეს მწარეს და სახეს ველურს:სიზმართა რგოლში მე ვიგონებ ჩემს დამმონებელს,დაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი