↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაღუპულთ - გამოუსვლელობისგან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
მედგრად მიიკვლევს გზას ავანგარდი,სხვას კი სარდაფში ჩაიყვანს დარდი,გამოუსვლელი დარდი დამხობის.
არ დაელევა მას სანდომარი,რომ ცოცხალ-მკვდარის სადღეგრძელო სთქვას,ცოცხლის კი მხოლოდ შესანდობარი!
ძველი არასგზით არ ეშვება სულს,გადამთუთქველი და ალიანი -ხშირად ტაბიძის პურმალით სურთ,რომ შეიწყალონ ავალიანი!
ხანჯალი მხოლოდ რკინა როდია,სიტყვაც რკინაა და სატევარი -და ძირს ეშვება ჯერი ნოტიოდა გზაც არაა მისადევარი!
ეს სარდაფია? აქ მბჟუტავ სხივადანათებს სიტყვა, ბოთლი, ლანგარი..ეს სამარეა - ეს ყოველმხრივადგადახურული წყევლის სანგარი..
არა, არასდროს რჩევის დამჯერი,ეს შეჭიდება, ვნება რკინება..სად თანამგზავრი და მხარდამჭერი.ათასწლოვანი ბორგავს გინება.
თუ აზიური უკრავს ფანდური,თუ უცხოური ღმუის ებანი -ყოველივეში მიმოფანტულიარიან ნგრევის სურნელებანი.
მონტილიადოს უკვდავი ტევრი -ჭური - იხსნება და იხაპება..ნიღაბის ახსნა მინახავს ბევრი -მაგრამ ასეთი განიღაბება?
ძველო დროვ, აი, შენი ნათესი..ეს სისხლიანი სახე მვნებელი.შენი ოცნება უპირატესი -უპირატესი და მბრძანებელი!
აი, ასების და ათასების -უმეთაუროდ ჩიხში წრიალი..აი, შხამებით სავსე თასებისმიმოგზავნა და მიმოტრიალი.
ვინ მოიტანა ეს მღვრიე ქარვა,ეს შემოზღუდვა და შემოქარვა.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი