↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დახუჭული თვალები

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
ტბა, ლერწამით შემოსილი,გამჭვირვალე, როგორც მინა,თეთრი თოვლით დაიფარა,უნუგეშოდ გაიყინა.
ეგ თვალებიც, ჩემო კარგო,წამწამთ გუნდში ჩაიმალა,სამუდამოდ დაიხუჭა,როცა სევდით დაიღალა.
გაზაფხული მალე მოვა,აენთება სხივი მწველი,ტბაზე გედი აცურდება -ამაყი და უზრუნველი.
მაგრამ თვალებს, ჩემს მკვლელ თვალებსვინ ჩააბნევს სიცოცხლის ძაფს?გლოვით თავი დაუხრიაშენს საფლავზე ობოლ კანაფს...
ცამ ტბას ცრემლი დააფრქვია,ზამთრის სუსხმა სხივი მოჰკლა,მე თვალები დაგიხუჭე,ცამ საფლავი დაგიორთქლა.
1912
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი