პოეზია · ლირიკა
დალაქი
იმ თვეში თმა ხომ აქ გავიკრიჭე,ამ თვეში მოველ, - მოკვდაო, - მითხრეს.თმა მოუშვიათ უბანში ბიჭებს,სიგრძით გაცდება ამ თვიდან იმ თვეს.
მაკრატლით ხელში დააკლდა ქალაქს,წინ გრძელი გზა აქვს, გრძელი გზით მიდისუკანასკნელი მადლობა დალაქს,რომ არ გადაჭრა მან ბეწვის ხიდი.