↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაკარგული

მამედლი იმირ

2026-07-181 წთ საკითხავი7748 ნახვა

—
ქუჩაში ნახეს,დავიწყებოდა მისამართი მშობლური ბინა-სახლისა,ის გზა, რომლითაც მილიონჯერ წასულიყო.შუქის ქვითარი აღმოაჩნდა ჯიბეში მხოლოდ.ქვითრის მიხედვით14 ლარი და 15 თეთრიჰქონდა ამ კაცს გადასახადი,გადასახადი ხუთიოდ თეთრითაღემატებოდამის შემოსავალ -ყოველთვიურ პენსიას მისას.ერთმა თქვა: ხუთი თეთრის ბრალია მისი სკლეროზი,სხვამ კი მოუჭრა: ხუთი თეთრი რა შუაშია,ორმოც თეთრსა დაორმოცდა ათს შორის მერყეობს"მარშრუტკებით" მგზავრობის ფასი.სწორედ ამიტომდგას და მერყეობს ეს საცოდავი.
ის კი ჯიბეში სინათლის ქვითრითიდგა და ირგვლივ იყურებოდა.

მამედლი იმირ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი