პოეზია · ლირიკა
ღმერთო, მაპატიე აპათია
ღმერთო, მაპატიე აპათია,რაც კი მაბადია - მაპატიე...ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.თორემ უშენობა უმზეოა,არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ...ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვებიმე მივატოვე მზის შენობა,ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობაიქნებ გამახსენო? გამახსენეყველაფერი თავიდან ამიხსენიშენი სამი ცალი სამოსელი,ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...უფალო მე კი არა - შენ იყავი.