პოეზია · ლირიკა
ჩიტები
ვზივარ და ვითვლი მრგვალბაღში დაცვენილ ფოთოლს.ყვავები ჩხავიან – “ხვალგამთენიისას მოთოვს.”მოთოვს ქლაქში, მისმთელ სიგრძეზე და განზე,ვიღაც ჩემ გვერდით ზის,ფურცლავს დღევანდელ გაზეთს.მე კი დღევანდელ დღესამ გაზეთივით შავ-თეთრსვფურცლავ ცის ყოველ გვერდს,მასზე დაწერილ ავდრებს.თითქოს საკუთარ ტანსვფრცქვნი და ნამცეცებს ვუყრიჩიტებს პურისას, ბაღსუახლოვდება მწუხრი.ზამთრის საღამოს მწუხრი,ზამთრის საღამოს ბაღსუახლოვდება, ვუყრიჩიტებს პურსა თუ ტანს.აიშლებიან წამსფრთების ქნევით და ცემით,თითქოს წაუღეს ცასრაღაც ნაწილი ჩემი.