↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჯოჯოხეთად შთასვლა

ამაღლობელი რატი

2026-07-181 წთ საკითხავი7900 ნახვა

—
რომელი ანგელოსი გახლდა მაცხოვაროროცა ჯოჯოხეთად შთახვედი?ალბათ არცერთი მათგანი ცად მცხოვრებივერ იქნებოდა თანმხლებიშენი მაცხოვარო, ამ ბნელეთშიდა მარტო შთახვედი ამ ხვედრით,დამხვედრის მძვინვარებას ანელებდი,შებოჭე, ამხედრდი.სიკვდილში შეაბიჯე, ადამის სამშვინველიგელოდა დავიწყების ხმაურში,სამოთხის ნიავები გამჭვირვალეიქ ამოისუნთქე და გაუშვი _როგორც ხომალდები იალქნებით,როგორც ჰამაკები მფრინავი,რომელნიც ადამიანს მიაგნებენდა ჩვენთაგანს თითოეულს იმავეგზით, პირველ სამშობლოსკენ მიავლენენ,საიდანაც უმანკო და უბრალოდაეშვი ჯოჯოხეთის მინავლებად,მის სიცარელედ უფალო.და შენ განძარცვე ჯოჯოხეთი სულებისგან,ჩვენი სულებისგან უმალვე.
ამაღლობელი რატი

ამაღლობელი რატი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი