პოეზია · ლირიკა
წრე
მოდი, ჩამხედე ამ თვალებში,შიგნით ტბებია,ჩაღამებული ყურეები მყუდრო დღეებით,ზღვის სიშორეში შუაღამეს უერთდებიანმთვარეში ნავით გადასული მეთევზეები.
თვალუწვდენელი ურჩხულების ვერცხლის პერანგითბზინავენ ზღვები მთვარის შუქზე. მლაშე სურნელითიძვრის ნიავი, როგორც მშვიდი ძილის სურვილი,ვიდრე წრეს შეკრავს, შემოხაზავს მზის ბუმერაგი.
მოდი, ჩამხედე ამ თვალებში, სარკმლის, ფარდებისმიღმა, როდესაც ვარსკვლავეთის მკლავზე ინთება,უფსკრულებია აქ ისეთი - შეგეშინდებაციხე-კოშკიდან მონაზვნების გადმოვარდნები.
აქ ტყეებია ამ ტბებში რომ ირეკლებიან,მთიდან ველებით ევლებიან ტყეს ფრინველები,ტყეების შიგნით საიდუმლო ბილიკებია,შემოიხედე - შენც ამ ტყეებს გადაევლები.
ერთი ჩახედვით, ერთი წამით და გაელვებითვნახოთ ქუჩები, სანაპიროს ქალაქები დატაძრის ბაღებში გადავძვრებით გალავნებიდანდა ბრმა მათხოვარს გზის პოვნაში მივეშველებით.
ცოტა ხნით ღმერთის გვეგონება მისი ხელები,მაგრამ იცოდე ჩემს თვალებში ღმერთი არ არი,აქ მხოლოდ მისი საფლავია, ზეთისხილებიფარავენ და ჩვენც გავანათებთ საფლავს ფარანით.
ტაძრის გუმბათზე ნახავ როგორ თვლემენ მტრედები,მსუქანი მღვდლები შეგხვდებიან ეჭვის თვალებით,წამით ათასგვარ მწიკვლოვნებას დაგაბრალებენდა ტაძრის ზღურბლთან მდგარ ხეიბრებს შეეფეთები.
სუნი გეცემა საზარელი, მაგრამ საკურთხისდა საკმეველის სურნელებაც მოვა შენამდე.ასეთი ფერის განათება მხოლოდ წაკითხულზღაპრებშია და სიზმრებშია. შიგნით შემოდი!
შენ ვერ გაიგებ ხმაურია თუ, სიმშვიდეა,არ ისმის სიტყვა, ისმის მხოლოდ ექო ბგერების,შუაღამეში ეს ტაძარი ისე დიდია -აქ ქრისტეს ძმებიც არიან და ქრისტეს მკვლელებიც.
მიწის მუშები, დურგლები და მებადურენიაღსავლის კართან სიწმინდეებს ეძალებიან,კედლის ნაპრალში ხელისგულებს აფათურებენბებრუხანები, იქვე ძველი მეძავეები
დგანან და მორცხვად ბუტბუტებენ. თუ, აკვირდებინახავ ლოცვანებს მათ ხელებში ოდნავ გადაშლილს,ოდესღაც მათთან მეც ვიწექი - გაგიკვირდება,იმათაც უკვირთ გამოჩენა შენი ტაძარში.
კოლონების ქვეშ კაცი რომ დგას და იმის ვაჟი,მზვერავის თვალით გიყურებენ, მაგრამ ვერავინშეგბედავს სიტყვას, სულ აქ დგანან, ისე კი სახლშიმეთევზეთათვის ხომალდების აფრებს კერავენ.
მათთან მოდიან მეზობლები და სადილის წინამბობენ ლოცვებს სამადლობელს, ბოლოში - ამინ!თვალი თვალის წილ, როგორც არის, კბილი კბილის წილსხედან და ასე ჯამებიდან ხელებით ჭამენ.
აგერ, ფერდობზე რომ გაჰყურებს ზღვებს და ამინდებს -ჩემი სახლია აკაციის ტყის პირას მდგარი,ათასი წელი შეიძლება ისე გავიდეს,რომ ვერ შევაღო საკუთარი სამყოფლის კარი.
არ ვიცი შიგნით ვინ დამხვდება, თუკი იქნებავინმე საერთოდ ამ ძველ სახლში. შევიდეთ, ვნახოთ.სიზმარშიც მიჭირს ამ ადგილის, ამ გზის მიგნება,ამ ხნის მანძილზე არ ვყოფილვარ მე ასე ახლო
მასთან. ისევე დაბურული ეზო და ბაღი,როგორც ოდესღაც და კედლებზე სურო ასული,ქვის ქანდაკება, შადრევანი, გალავნის თაღიმომადენს ცრემლებს თუ, რამხელა ჟამი გასულა.
შენ გაოცება გადაგირბენს სახეზე, ბაგეოდნავ ღიმილით გაგეპობა, ბაღის ჩრდილი კიაშრიალდება, გამოჩნდება სახლის ბილიკიდა მოწყურებულს გეტყვი; - ძველი ჭა არის აგერ
ვენახის გვერდით! ჩემი სიღრმის უძველეს ჭიდანწყალს ამოვიღებ და მოგაწვდი, ამ დროს კარებიმძიმე ჭრიალით გაიღება, აივნის ჩიტიდაფრთხება და შენც მომეკრობი მიუკარება.
გარეთ გამოვა მამაჩემი შესული ხანში,ფეხის ხმით მიცნობს, მეც ვიცანი მისი ფეხის ხმა,უძღები შვილის იგავში თუ, საკუთარ სახლშიაღმოვჩნდი. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი ძმა
ჩემზე უფროსი ათასი წლით, უკან მოყვებაგანათებული ლამფით ხელში მოხუც მამაჩემს.ეს იყო ადრე - უარყოფა თუ, ამბოხება,ახლა ვდგავარ და უნებლიედ ველი განაჩენს.
დედა მოგვიკვდა ახალგაზრდა, ამ კაცის ცოლი,ორივე იმან გაგვაჩინა, ცათა სიშორესმალე გაუყვა და მეც დედას ვგავარ და მგონიამ უეცარი განკითხვის წამს ეს თუ, მიშველის.
ლოყაზე წვერით შემეხება და მამაჩემიმეტყვის: მოხვედი, დაგვიბრუნდი! კიდევ ორ სიტყვას.ჩვენ შიგნით შევალთ და ამ ღამით იქვე დავრჩებითსახლში, რომელიც მოგვაგებებს სიზმრების სითბოს.
შემოიხედე ჩემს თვალებში, შემოდი, ნახეის, რაც ვერასდროს ვერ იხილეს სხვისმა თვალებმა,მოვძებნოთ სხვენში ხელთუქმნელი მაცხოვრის სახე,როგორც ჭრილობა, სიყვარული და შებრალება.
მონატრებული მამაჩემი გაგვიშლის სუფრას,ჯერ შენს სტუმრობას დალოცავს და გაგეცინება,მერე კი შვილებს გვადღეგრძელებს - უმცროსს და უფროსს,ნამგზავრს და დაღლილს შენც ჩემს მხარზე ჩაგეძინება.
და ძილში გეტყვი, რომ მიყვარხარ, რომ ვერ დავმალემე ვერაფერი თუკი გულში რამე მიცემდა,ხვალ შენს თვალებში ჩავიხედავ, როცა მამალიიყივლებს სამჯერ რიჟრაჟზე და გაგეღვიძება.