↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეს სიყვარული გავდა ბავშვობის

ამაღლობელი რატი

2026-07-181 წთ საკითხავი7908 ნახვა

—
ეს სიყვარული გავდა ბავშვობისდროინდელ ზაფხულს, აგარაკს, ნიავსრაღაც უწინდელს, რასაც დავშორდი –ხეებზე ღამეს, მთვარეს და ქლიავს.წყაროზე წასვლას, დასუსხვას ჭინჭრითზღაპრებს ბუხრის წინ, საუბრებს გვიანსდა როგორ მტკივა, და როგორ მიჭირს,როცა მკვდარია და თვალებ-ღიაეს სიყვარული, ოდესღაც წიწკვი,ნაძვის ახალი წიწვივით ბასრი,სურნელოვანი შუადღის სიცხითდა ნაძვის ჩრდილში მოსული აზრით: -“რომ შენ მიყვარხარ” და რომ ეს გავდამინდორში დევნას ფრინველის ჩრდილის,თეთრ პერანგს გასვრილს ბალახით, ანდამუხლებზე სისხლს და მშობლების ჩივილს.ეს სიყვარული ცივ წყაროს გავდა,პეშვით რომ ვსვამდი და წყურვილს კლავდა,რომლითაც იმავ ჭრილობებს ვბანდისულსა და სხეულს, მუხლთან და მკლავთან.და სული ჩემი სიყვარულს ამასყველაზე მყუდრო სახლივით გრძნობდა,აივნებიდან ხედავდა ლამაზს –მზის ჩასვლასა და ამოსვლას სოფლად.ეს სიყვარული უმთავრესს გავდა,თვითონ სიყვარულს, სხვა ყველა განცდასმას ვადარებდი – ცოლივით მყავდადასავით მყავდა, ძმას ვგრძნობდი მასთან.ახლა კი მხოლოდ ხსოვნაში დამრჩა,რამაც დამტოვა. წავიდა. არ ჩანს.
ამაღლობელი რატი

ამაღლობელი რატი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი