პოეზია · ლირიკა
თეთრეული
თეთრი ფერით, მკვეთრი ფერითდაიფარა ყველაფერი.თრთვილით, თოვლით, თეთრი ნისლითგამოვლინდა ფერი მისი.თეთრი ფიქრის თეთრი ღმერთითეთრ ეთერში აღდგა მკვდრეთით.თეთრ ზეწარზე დაწერილიბედისწერის ასოებიმწვერვალების გვირგვინიადაფერილი სასოებით.თეთრი ზღაპრის თეთრი აფრით,თეთრი ფრთებით ანგელოსისავფრინდი და თეთრ თავსაფრითმზე ცის ტახტზე ვნახე რომ ზის.