პოეზია · ლირიკა
გაუშიფრავი იეროგლიფი
ჩემი სახლის წინ, მდინარის გაღმამეტეხის კლდეა.ფარდას რომ გავწევ, კლდეს ებჯინებაჩემი მზერა შორს გამიზნული.
ასე თვალებითკლდეზე გამომყავს იეროგლიფი.ფარდით ვშლი ძველს დაახალსა ვწერ გაუთავებლად.
თუ მოასწრებ და თუ წაიკითხავ,უმალ შეიტყობ,ვის მისწვდებოდა ფარული მზერა,მეტეხის კლდეს რომ არ მიბჯენოდა.