პოეზია · ლირიკა
*** "ერთგან კრთება თოლია"
ერთგან კრთება თოლია,ერთგან ალბატროსია,ეგ ყორანი უთუოდედგარ ალან პოსია.ვუმზერ ცას და ღმერთს ვვედრებ,მომცეს ხანი ნისიად,ეს ყაყაჩო ხატულაომარ ხაიამისია.ჩვენი ყოფა ჯერ ისევუფრო შავით სავსეა,ეს არწივი დაჭრილივაჟა-ფშაველასია.ვეღარ შველის ჭრილობასახლა სულის ბერვანი,როდის ჩამოიქროლებსნეტავ ტატოს მერანი?მე კი ვნატრობ: ოცნებამქონდეს უფრო ხალასი,ეს ბულბული ვისია?რა თქმა უნდა, ანასი.