პოეზია · ლირიკა
განცხადება
არ ვწერ პრემიებისათვისდა არც სერიებისათვის,ჩემს ლექსებში უფრო მეტად წვიმს,უფრო კელიებისათვის,ანთუ კერიებისათვის,და თანდათანვემსგავსები მონანიე მწირს.ვით სჩვევიათ ოდითგანვე,დაინახავ შორიდანვე _დღეს ანათებს რეგვენთათვის მზე,გნიასია გარეშემო,ტრიალებენ გავეშებით,უზნეობა გაუხდიათ ზნედ...რეგვენს გაანებივრებენ,მერე გაარბენინებენმწვერვალებს და თვით პარნასებს ცის,მე კი ჩემთვის ჩუმადა ვარ,უხმოდ ვწერ და მდგმურადა ვარ,ამ სოფელში, სულში წვიმა ცრის,სამწუხაროდ, უფრო ცოტა მიხარია,სამწუხაროდ, უფრო ბევრი მწყინს...დრო გადის და რაკი ისეთს სასიკეთოსვეღარაფერს ვეღარ ვხედავ წინ,უფრო მეტად ჩემთვისა ვარ,უფრო იქით ქვეყნისა ვარდა დღითი-დღე ვემსგავსები მონანიე მწირს.