პოეზია · ლირიკა
*** "მე სიყვარულის ცისფერ ალმურში"
მე სიყვარულის ცისფერ ალმურშივარ გათანგული როგორც პითია,პირობითია ეს სიყვარულიდა ეს ცხოვრებაც პირობითია.დარეკავს მორცხვად არყოფნის წუთი,გაჭენდებიან ტრფობის რაშები,შენ მოგონების ბურანს დაუცდი,დაუცდი, მაგრამ ტყვილად დაშვრები.იქნება სევდა და სიმარტოვედა გარინდების ლურჯი ზღაპარი,და საყვედური: რატომ დამტოვე,რატომ ჩამიქრე სულის ლამპარი.დღეს კი ოცნების ცისფერ ტაძარშივარ გათანგული როგორც პითია,დროებითია სულის ღაღადიდა სიყვარულიც დროებითია.