პოეზია · ლირიკა
აშოტ კურაპალატის მონოლოგი
დამთავრდა სულის ცისფერი გარჯავდგავარ და ზეცას ცოდვით გავყურებ,ამქვეყნად უკვე აღარც რა დამრჩადა ბრაზით ვთელავ ეულ სამყურებს.კარებდაგმანულ მონასტრის ზღუდესუფალი იცავს და ფებრონია,მე ამ სადარდელს ვეღარ გავუძლებ,ჩემს მწუხარებას აღარც ფონი აქვს.შენ ჩამოგხსნიან ყველა სამკაულს,ვიღაც შენს გულთან უნდოდ იანცებს,გაგაგონებენ სიტყვებს საკრალულსდა შეგრაცხავენ სიძვის დიაცად.და როცა სული დარდს დაიოკებს,შენ ალბათ კიდევ ერთხელ მინატრებ,შეგაფეთებენ სულის სიმოკლესდა გაციებულ მყუდრო მონასტერსმანდ სიმარტოვის დარდსაყუდებელსვინ უწყს რამდენი ცოდვა ამძიმებს,დგანან დედანი მუხლისთავებზედა ტანში ზარავთ ოქროს ბარძიმებს.ცას შეეყინა ოცნების გუნდი,შენ სამონაზვნო კაბაში გრთავენ,მე უხმოდ ვტოვებ მონასტრის ზღუდეს,რომ ამ ცხელ გულზე მოვიკლა თავი.