პოეზია · ლირიკა
სიზმარში ვნახე
გზაჯვარედინის შემქმნელ ბილიკზეყვავილებს კრეფდნენ კარგად გაშლამდე.წმინდა მამები შეკრებილიყვნენდა საქართველოს მირონს ხარშავდნენ.იქ, სადაც ჰპოვა სიკვდილი მწირმა,სხივებს აფრქვევდა საამინდო მზე,პირველყოფილი ხდებოდა წირვა,სანამ მინდორზე.იკრიფებოდა სვინტრი სოსანი,ფრინტა, კასია, ბალბა, იელი,გვირილა, ხვართქლა, ანწლი, შროშანი,აბზინდა, კამა, პიტნა, შვრიელა.სხვა ცა ეხურა თითქოს ზედაზენს,არც გაზაფხული ჰგავდა შარშანდელს.იწვოდა რცხილა, დუღდა მზეთამზე,მირონს ხარშავდნენ.