↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტიციან, ტიტე

ინჯია ჯემალ

2026-07-181 წთ საკითხავი2151 ნახვა

—
„ჩემი საფლავი ძველ ქალდეას იქნება მზეზე“.ტ. ტაბიძე
ვერ დავივიწყებთ იმ ტრადიციას,რასაც ვუწოდებთ საფლავზე გასვლას,მაგრამ ცხოვრებამ გიმტრო, ტიციან,დემონის მსგავსმადა ვერ გაწვეთებთ საფლავზე ღვინოს,არც ადგას შენი ქანდაკი - ტანით.ნუგეშს ვეტყოდით მხოლოდღა ნინოს,მხოლოდღა ტანიტს.უეჭველია, შენი საფლავიძველ ქალდეაში იქნება მზეზე,ვერ აგაყენებს სევდა მზაფრავიაჩრდილად ზეზე,მაგრამ მოვა დრო ყვავილთა ფენის,მანდ მომავალი გეწვევა ტიტედა ბღუჯა-ბღუჯა დაგაყრის შენისისხლისფერ ტიტებს.

ინჯია ჯემალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი