↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დამწველი თავის სიმშვენიერით

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
დამწველი თავის სიმშვენიერით,დამშვენებული უხვი განგებით -ფეხთან პერანგი იწვა ცბიერი,როგორც ელვარე ფარშავანგები.
შიშველი, წმინდა, როგორც ნაკადი!დიდხანს საჭირო არ იყო ხვეწნა,უცხო სახეზე შემონახატი,წარბები - მშვიდი და თმები - ძეწნა.
მე სხვა ქალებს ვერ დავემალები,მათში ბევრია პროზა, ქრონიკა,მაგრამ სხვა იყო შენი თვალებიდა შენი კოცნა... ო, ვერონიკა!
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი