↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტფილისის სასაკლაო

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19191 ნახვა

—
დაფეთებული შენსკენ მორბიანსქელი ჯოგები, როგორც ლატანი.შენ - დაგეშილი დედალი ორბი,შენ - დაგრაგნილი ლევიათანი.
გღადრავენ მუცელს მწარე აფთრები:ნუგზარ, ატილა და ტამერლანი.იხევა ბოძზე გამოფატრულიაპოკალიპსის მწვანე მერანი.
საკლავით სავსე ეს ხვიმირები.იფქვის ნახირი გამოხვეტილი.და ფრონტონებზე ხიმერებივითსწვეთს საშოები გადმოღვენთილი. -
ბლოკადა სისხლის, დაუძრახავი,ნასუქარ მინდვრებს ლეშხებს უწველიდა ფარაონის სხვილი ძროხებიმორგის საწოლზე ყრიან მუცლებით.
დანებით დგანან ვით სატრაპებიყასბები ტოგით შემოსილები.დახეთქე სისხლით ყველა სარდაფიდა ფურგონები შემოსეული.
ბღავი ჩანგლებით: ჯერ უძიროადა არ ავსილა შენი ღარები:გაწველილ მიწას გაუწირიაჩამდგარი ღალის ნატბევარები.
დაარტყი ალყა, დააგრიალე,ჩაასვი ღვიძლში პრესსი წყეული;კიდევ დაბურღე მიწა ძლიერიშადრევანებათ ამორწყეული.
მაგრამ მძინვარე თუ კი ჩაჰქერი,გაძლევენ რევანშს ბუდის ბღარტები:როცა გასკდება როგორც ჩანჩქერიშენი ძარღვები დასაბღერტელი.
მორწყე და მორწყე მიწის ფერსვები!მკვდარი ვერჰარნის მუცელი მშრალი;შენგან ოცნებას ეალერსებაბარბაროსული სისხლის შრიალი!
1923
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი