პოეზია · ლირიკა
ტყვეები მიჰყავთ იანიჩარებს
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ღრუბლები ჰგვანან ლაფიან ჩვარებს,მარტის ქარები მიაქანებენ;ტყვეები მიჰყავთ იანიჩარებს,ელოდებიან იალქანები...
იალქანებო! რა გეჩქარებათ,ერთს გადავხედავ სამშობლო მხარეს,ვაკოცებ მიწას, დედას მწუხარეს!გინდ ამომართვით მერე ბეჭებიდა გინდ მიმეცით გენიის ხანძარს!...
ეს მეხრეები - ქართლის ბიჭებიხვალე ჰნახავენ ალჟირის ბაზარს!...
1923