პოეზია · ლირიკა
ტყის ტრიოლეტები
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ციცაგის ასულს1დაჭორფლილი ყვითლად მეფისქალები,ახალგაზრდა ბატონიშვილს ელიან;მათი ფიქრი ზაფხულივით მწველია.მოლოდინში ჭლექი მეფისქალებიგაჰყურებენ გზას მიქანცულ თვალებით -თმახუჭუჭას ელიან და ელიან:ქარვას ჰშლიან ჩუმად მეფისქალებიბაღდადებში ბატონისშვილს ელიან!
2იღლებიან ფარჩის საბნის სწორებით,ცხელ სიზმრებში შიშველ უბეს ჰფარავენ;შარაგზაზე, ჯერ არ მოსჩანს არავინ!ისევ დაღლა... ისევ საბნის სწორება...ახ! დურბინდში მარიხს მიესწორება,მას ტიროსის ქსოვილები ჰფარავენ -ზურნით მოდის! თავის ამაყ სწორებითმივეცემით! და თეთრ სხეულს ჰფარავენ!..
1917