↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სანგარში

აპოლინერი გიიომ

2026-07-182 წთ საკითხავი354 ნახვა

—
(თარგმნა გივი გეგეჭკორმა)
მოვრბივარ შენკენ და მეჩვენება რომ შენც მორბიხარჩემს შესახვედრადრა ძალა არის ცეცხლს რომ გვიკიდებს და რომ გვადუღებსჩვენ ერთმანეთთანმაგრამ უეცრად ჩვენ წინ ჯებირი აღიმართება და ვერვხედავთ მერე ერთმანეთსწინ არის თითქოს ცარცის კედელიცვივა და ცვივა დამსკდარი გაჯიაქ მიწა ისე სწორად უჭრიათ აქ ნიჩბით ისე უმუშავიათთითქოს იდგნენ და სჭრიდნენ სტეარინსსანგარს არ შერჩა არც ერთი ქიმი მოუგლეჯია იგი ჩვენიმაზარის კალთებსო ამ საღამოს ჩემი სული ცარიელია თითქოს გაირღვაჩემ წინაშე ქვესკნელისადაც ეცემი ეცემი ისე რომ ამ დაცემას არა აქვს ბოლოდა არც გარშემო არაფერია მოჰკიდო ხელი და მოეჭიდოიქ რაც ცოცხლობს და იქ რაც ეცემა არის უსახო არისმახინჯი იგი ჩემს სულში წუხილს აღვიძებს დამე არ ვიცი საიდან და როგორ მოვიდაის მე მგონია შობა ცხოვრებამ ან არის რაღაც მსგავსიცხოვრების იგი მომავლის მომავალიაგაურანდავი დაუნერგავი და ჯერ არ არისჰუმანური ამაღლებულიდა ჩემი სულის უსასრულო სიცარიელეს მზე არ ანათებსრომ იმისმა სხივმა იელვოსმაგრამ დღეს არის მხოლოდ ასე და ამ საღამოს მხოლოდდღეს არის და არა მუდამმხოლოდ დღეს არის საბედნიეროდო სხვა დღეებში მე ვფიქრობ შენზეშენ ანუგეშებ ჩემს მარტოობას და ეღობები ათიათასსაშინელებასმე წარმოვიდგენ შენს სილამაზესამ მოფუსფუსე ქვეყანაზე რომ ავამაღლომაგრამ უეცრად მომეჩვენება რომ ყოველივე არის ამაოდა მე არ ვიცი არაფერი შენს სილამაზესვერც გრძნობით ჩავწვდივერც სიტყვით ჩავწვდიდა მე ამიტომ ამ ქვეყანაზე მშვენიერებას ამაოდ ველტვიარსებობ ჩემო საყვარელოთუ აღგზნებულმა ჩემმა გონებამ წარმოგიდგინარომ მარტოობა შეავსო ჩემიიქნებ ბერძენთა ღვთაება ხარ შენ რომელიმე რომ შექმნესსულის დასამშვიდებლადმე შენ მიყვარხარ ჩემო ღვთაებავ მე შენ მიყვარხარმიყვარხარ თუგინდ ჩემი ოცნების იყო ნაყოფი.

აპოლინერი გიიომ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი