↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მირაბოს ხიდი

აპოლინერი გიიომ

2026-07-181 წთ საკითხავი351 ნახვა

—
მირაბოს ხიდქვეშ, მირაბოს ხიდქვეშ მიღელავს სენა,ჩვენი გრძნობებიცთან მიჰყვება მდინარის დენასდა სანამ მოვა სიხარული, ჯერ მოდის წყენა.
შემოღამების ზარი რეკავს ბოლოს და ბოლოს,დღეები რბიან, დრო მიდის და მე მაინც ვცხოვრობ.
ხელი ხელს მივცეთ, ერთმანეთის პირისპირ დავრჩეთ,მაშინ როდესაცგადაჯაჭვულ მკლავების თაღქვეშდაღლილი ტალღა მდინარის წყნარ ზედაპირს არხევს.
შემოღამების ზარი რეკავს ბოლოს და ბოლოს,დღეები რბიან, დრო მიდის და მე მაინც ვცხოვრობ.
და სიყვარულიც, ვით მდინარე, მიედინება,მასაც არ ინდობსამ ცხოვრების მდოვრე დინება,მხოლოდ იმედი ცოცხლობს გულში, არ ეძინება.
შემოღამების ზარი რეკავს ბოლოს და ბოლოს,დღეები რბიან, დრო მიდის და მე მაინც ვცხოვრობ.
არც სიყვარული, არც დღეები გარდასულებიარ ბრუნდებიან,ხუნდებიან გაზაფხულებიდა კვირტთა სკდომას ენაცვლება ფოთოლთა ცვენა...მირაბოს ხიდქვეშ ძველებურად ირწევა სენა.
შემოღამების ზარი რეკავს ბოლოს და ბოლოს,დღეები რბიან, დრო მიდის და მე მაინც ვცხოვრობ.
მთარგმნელი ლელა მეტრეველი

აპოლინერი გიიომ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი