↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არის

აპოლინერი გიიომ

2026-07-182 წთ საკითხავი347 ნახვა

—
არის ხომალდი ჩემი ძვირფასი რომ წამართვა დაშორს წაიყვანაარის ჰაერში ექვსი “ძეხვი” * რომლებიც ღამით ცის ვარსკვლავებშიმატლებივით იქანავებენარის წყალქვეშა ხომალდი მტრისა რომლისაც ასეეშინოდა ჩემს უძვირფასესსარის ათასი პატარა ნაძვი ჩემს ირგვლივ ჭურვითდამსხვრეული და დალეწილიარის ქვეითი ჯარისკაცი მხუთავი გაზით დაბრმავებულიდა გაგუდულიარის გოეთე არის ნიცშე იქ ჩვენთან ერთადკელნის სანგრებში აჩეხილი და აკეპილიარის წამება და მოლოდინი სანამ მოვა ბოლოს წერილიარის იმედად ჩემს საფულეში უძვირფასესისრამდენიმე ფოტოსურათიარის სამხედრო ტყვე ორიოდე შეშფოთებულნიდააბიჯებენარის სამხედრო ბატარეა და ქვემეხებთან ჯარისკაცებიირევიან და ფუსფუსებენარის საველე ფოსტალიონი განმარტოებულ ხესთან გზაზერომ მორბის მკვირცხლადარის ჯაშუში ამბობენ თურმე დაეხეტება უჩინარივით ცისკიდური რომელსაც იგი შეერია და შეუერთდაარის ძვირფასი მაღალი მკერდი აღმართულიროგორც შროშანიარის დამფრთხალი კაპიტანი რომელიც ახლა შიშით ატლანტისოკეანიდან ტელეგრაფის ცნობას მოელისარის წყვდიადი და წყვდიადში ჯარისკაცები საკუბოეფიცრებს ხერხავენარის მეხიკო სადაც ქალები დამხობილები კივიან დაევედრებიან ნაწამებ ქრისტეს მაისი მარცვალსარის გოლფსტრიმი ასე თბილი და მწყალობელიარის სულ ახლოს სასაფლაო გავსებული საფლავის ჯვრებითიქამდე 5 კილომეტრიაარის ის ჯვრები ყველგან ყველგან აქაც და იქაცარის ალჟირი ველური ლეღვი კაკტუსებზეგახარებულიარის ძვირფასის მოქნილი და გრძელი ხელები […]არის სამელნედ გადაქცეული ჰილზა შინ რომ ვერ გავგზავნერადგან არ დამრთეს ამისი ნებაარის წვიმაში რომ უნდა დალბეს და უნდა დალპესის უნაგირიარის წყალუხვი მდინარეები რომ ვერასოდეს ვერ წავააღმაარის ჩუჩულით მე რომ მიხმობს ის სიყვარულიიყო ტყვე ბოში რომელსაც დიდხანს ტყვიამფრქვევიმოჰქონდა ზურგითარის ამ ქვეყნად მრავალი კაცი რომ არ ყოფილაომში არასდროსარის ინდუსი გაოცებული რომ შემოჰყურებსევროპის სოფლებსდა ნაღვლიანი ფიქრობს იმათზე ვინც შეიძლებავერასოდეს ვეღარ იხილოსრადგან ამ ომში ხელოვნება კაცის გაქრობისგაუმჯობესდა და შორს წავიდა
--------------------------* "ძეხვი" - აეროსტატზე მისაბმელი ბალონი.
მთარგმნელი გეგეჭკორი გივი

აპოლინერი გიიომ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი