↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "თუ ჩემი გულის გული გეძებდა"

ბესელია ვასილ

2026-07-181 წთ საკითხავი2291 ნახვა

—
თუ ჩემი გულის გული გეძებდა -გაუქმებული ძველი საკირე...გაკვირვებულიგიწერ ლექსებს დავიცი, ლექსითაც ვერ გაგაკვირვებ...
შენს ცაზე დნებათეთრი ღრუბელიდა ხმაში ისე თბილი ქარია...ხარ ისე შორიდა დამღუპველი,როგორც შუბერტის ”ავე მარია”...
რომ ისევ სულიდა ხორცი ვგვემო,ვუბერავ ღველფს და ცეცხლსვეწვალები;ხომ შეიძლებახმას ჰქონდეს გემო,ჰქონდეს ფერი და ჰქონდესთვალები...
თითების სითბოსდაეძებს მაჯა,(ასე ყინულზე ტირის მზის სხივი);...და რაც შენამდე,შენს იქეთ დარჩა,მახსოვსცხვირიდან წამსკდარ სისხლივით...
ვარ ცოდვილივითცას მიბნეულიდა მეცხრე ცაზე ბოლო ზარია......შენ კი თბილი ხარდა მტკივნეულიროგორც შუბერტის ”ავე მარია”...

ბესელია ვასილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი