↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "შენ გაგყოლია სიზმარი ჩემი"

ბესელია ვასილ

2026-07-181 წთ საკითხავი2289 ნახვა

—
შენ გაგყოლია სიზმარი ჩემიდა დაქანცული სულის გოდება,ვარ ქარიშხლებით დაღლილი გემი,გაამინდებას რომ ელოდება.
მწვანე თვალების წვიმიან მაისსრა უხილავი ცოდნია გზები,მე მინდა გწამდეს-შენ ერთი მაინც,რომ არ ხარ სხვა და არიან სხვები.
და როცა სული მიიწევს მაღლა,როს წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები,მიყვარხარ-მეთქი, რომ გითხრა ახლა,მითხარი, ხომ არ დამემდურები?!
თუ გაზაფხული ყვავილობს შენშიდა შენს გაზაფხულს გვერდს ვერ ავუვლი,თუ სუნთქვა ჩამრჩა შენს დაშლილ თმებში,ხომ არ იქნება დანაშაული?!
თუ დაღლილ სულში, ოცნებავ ჩემო,შენი თვალების მორევს ჩავიტევ.შენი ტუჩების თუ გამყვა გემო,მითხარი,ცოდვას ხომ არ ჩავიდენ?
არადა, სული მიიწევს მაღლადა წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები,მიყვარხარ-მეთქი, რომ გითხრა ახლამითხარი, ხომ არ დამემდურები?!

ბესელია ვასილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი