↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "შერჩება ლექსი ხსოვნის ბარათებს"

ბესელია ვასილ

2026-07-181 წთ საკითხავი2293 ნახვა

—
შერჩება ლექსი ხსოვნის ბარათებს,ვით უშოვარი წამლის რეცეპტი,მე კი გავყვები იმ მისამართებსუმისამართოდ რომ დავეძებდი.
გავყვები იმ გზებს, ნისლში რომ დალბა,სანამ საკუთარ თავთან ვცოდავდი,და ცოტა გვიან მივხვდები ალბათ,რომ დავიღალე და დავცოტავდი;
რომ დღე კვდება და...კაცი ცოდვაა,ჟინი უძირო ოდეს ქვევრია,ერთი სიცოცხლე თურმე ცოტაა,ერთი სიკვდილი-ძალზე ბევრია...

ბესელია ვასილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი