პოეზია · ლირიკა
ჩიტის დღიურიდან
ნიკა, ჩიტები!მიყვარს, რა ვიცი...ჩიტის ბუდეში ვცხოვრობდა ალბათამიტომ, ნიკა,ვეღარ მიტევენ,ვერსად და კარი,კარი ჩაკეტეს.გაბზარული მაქვს ცამდე ლავიწი,იმ ქუჩას მარტო არ მიმაკარო...ვითომ ვცხოვრობ და ვითომ ვაკეთებრაღაცას, მაგრამ მაინც ნამდვილიიქნება ჩემი წასვლა აქედან.მართლა, არ ვიცი, ამ გზით სად მივალ,ათას სიკვდილზე რატომ დაკიდესყველა ნაბიჯი....მზისბეღურების გაფრენის დროადა ცარიელი, როგორც ნიჟარა,ზღვების ხმაურმა რომ მიატოვა,ისე ვჩურჩულებიყოს, რაც არის, ელი,ელი....ნიკა, ჩიტებიმიყვარს, იცი, მეცსუნთქვას ვტოვებდი ჩიტის დღიურში.ალბათ საღამოს ისევ იწვიმებს,ალბათ გავალ და სახეს მივუშვერ...