პოეზია · ლირიკა
*** "შენთან შეხვედრას თითქოს ემთხვევა"
შენთან შეხვედრას თითქოს ემთხვევა,სისხლში მაწვება ლექსის ნალექი.ოჰ, რომ ჩამექცეს მტკვარში შემთხვევით,ადიდდება და თბილისს წალეკავს.ისე დადიხარ მაღალ ქუსლებზეფეხაუდგმელი ირმის ნუკრივით.მითხარი, სხვები როგორ უძლებენტანს მიხვრა-მოხვრით რომ მემუქრება.სხვისთვის გაცვია კაბა ჭრელ-ჭრელი.სხვისი ოცნების მოაჯირიდანლექსში მაინც მე შემომეჭრები,ლექსში სისხლიდან მოაჯირითებ.დრო ამტვერდება ქარში არევით,და მიმაყოლებს ცხოვრების სამკალს,თუ სიკვდილია, მინდა ხარივითშენი ქორწილის სუფრაზე დამკლან...ისე დადიხარ მაღალ ქუსლებზეფეხაუდგმელი ირმის ნუკრივით.არ ვიცი, სხვები როგორ უძლებენტანს მიხვრა-მოხვრით რომ მემუქრება...