პოეზია · ლირიკა
*** "იქ, სადაც ქალი უყვარდა ღრუბელს"
იქ, სადაც ქალი უყვარდა ღრუბელსქალს კი თავისი ფანჯრების ხედი,ქარები შეხვდნენ და ისაუბრესდა მერე, მშვიდად წაიღეს ბედი.ქალი უსმენდა პიაფის პადამ-სდა ოცნებობდა ჰქონოდა ფრთები.ღრუბელი სთხოვდა: `გადმოხტით მადამ,ჩვენ სამუდამოდ ერთად ვიქნებით”იქ, სადაც ქალი უყვარდა ღრუბელს,ქალს ეშინოდა მსუბუქი რისკის.ცის სიღრმე ჰქონდა პატარა გუბესდა მიდიოდა ბედი ქარისკენ.