პოეზია · ლირიკა
36
ისევ დაამჩნიე ნამწვავს აღელვება,გარე განათება გლანდავს ფარდებიდან.შენი ოთახიდან სამის ნახევარითეთრი ყვავილივით გზაზე ვარდებოდა.ალბათ ნაწვიმარი ქუჩა აყვა ვინმეს,იყო გადაფრენა, მაგრამ ჩრდილოეთით.შერჩა შემოდგომის წითელ საყვავილესშენი მოლოდინის მკრთალი სილუეტი...