↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** წვიმებმა ზეცა ისე დაღალეს

ფუტკარაძე ნიკა

2025-02-201 წთ საკითხავი1329 ნახვა

—
წვიმებმა ზეცა ისე დაღალეს
ზღვას ვერაფერზე ვესაუბრები,
უცებ ფილმივით მთავრდება ღამე
და ტიტრებივით გასდევს ღრუბლები.
სიცივე ამინდს ისე მიება
ცას გაურთულა უფრო ანგინა,
მე საკუთარი თავის ძიებამ,
ნაპოვნი კვლავაც დამაკარგინა.
უცხო ფრინველთა ფერადი ხმებით,
აღარ ყვავიან ატმის ტოტები,
ამ ფურცელს ერთხელ თუ შეახმები,
მაშინ არასდროს განმეორდები.
სიტყვა იქცევა ადამიანად,
ეს არაერთხელ ვნახეთ და ითქვა,
მე სხვა შეკითხვამ გადამიარა,
ადამიანი იქცევა სიტყვად?
რუტინა ახლა ისე გამბეზრდა,
სიგიჟის წყურვილს ვეღარ ვიყუჩებ,
ზღვაში ეშვება დაღლილი მზე და
ოქროს თევზივით გახსნის ლაყუჩებს.

ფუტკარაძე ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი