↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** ქარი შორეულ ნაღველს ბარდნის

ფუტკარაძე ნიკა

2025-02-201 წთ საკითხავი1327 ნახვა

—
ქარი შორეულ ნაღველს ბარდნის და
თითქოს სიმშვიდეს ყურით მიათრევს,
მთვარე კი ღამის შავი ფარდიდან,
ნახვრეტისავით უშვებს სინათლეს.
ზეცას ამღვრეულს თითქოს ეშველა,
კენჭებისავით დათვლი ვარსკვლავებს
და პოლარული ნათება ნელა
მედუზასავით შეარხევს მკლავებს.
ბრწინავდა ცაზე ორი წერტილი
ცა თითქოს მხოლოდ ჩვენთვის მალავდა,
როგორც გიტარა სიმ გაწყვეტილი,
ქარი უკრავდა ზამთრის ბალადას.
არავინ დარჩა კარის გამღები,
მე არ მინახავს ღამე ამგვარი,
ეპოტინება მთვარეს ტალღები,ზღვიდან ზეცაში ასულ მარგალიტს.

ფუტკარაძე ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი