↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წასვლა

ჭინჭარაული ნათია

2026-07-182 წთ საკითხავი1315 ნახვა

—
როცა გტოვებენ,ტოვებენ იმედს...გრძნობ, ნაშიმშილებ დღეებს მიყვებიდა ემსგავსება მოუსვლელ წვიმასშენი სიცივით სავსე სიტყვები..
ბავშვობა სადაც მთავრდება იქ ხარ,იქიდან იწყებ ნამდვილ ცხოვრებას,ემახსოვრებათ, რაც უნდა გითხრა,ეს გაორებაც ემახსოვრებათ.
თუმც არ არსებობს მსგავსი შემთხვევა,თუმც არ არსებობს მსგავსი შეხვედრა,წერ, რადგან გჯერა, ვინმე ერთხელაცცხოვრებას შენი თვალით შეხედავს.
სიცხეა, თეთრად ჰყვავის უზანი…მშვიდი ღამეა, მდუმარე, უხმო,წერ, თითქოს შენს თავს წერილს უგზავნიდა რა ხანია აღარ გპასუხობს.
ეტყვი, ამ ნაპირს ბევრჯერ მოადგნენ,თუმც რა საქმე გაქვს შენ სხვის ომებთან(ეს ქარიც ღრუბლის სავსე ხომალდებსგადაყრის მთების მისადგომებთან).
და გრძნობ, თუ როგორ ხდები თოლია(ამხელა ცაზე ვის ენაღვლები),და ფრთებით სწავლობ ტრაექტორიასთუ მიმოქცევას ქარის და ზღვების...
სახლი კი ისევ დაგირჩა სადღაც,ისე ბებერი, ისე მდუმარე,რომ ყველა ნიშანს, იარას, დამღასსულ გაურბიხარ და იუარებ,
რომ მისცე სივრცე ბავშვურ ოცნებას,რასაც სიცრუის სუნი არ ასდის,რომ მორჩეს იქნებ ეს გაოცება,დამთავრდეს იქნებ ეს მასკარადი!
ხედავ ყველაფრის მიღმა ცოტახნითრაფაზე ყვავილს მრავალფოთლოვანს,სადაც ბავშვობის მყუდრო ოთახშიშენი არყოფნის მტვერმა მოთოვა.
ათასი ფიქრით, სურვილით, ვნებითგავხარ ველურად ამოსულ იას,გაცლის ყვავილებს ქარი და ხვდებიმსგავსი ქარები ძალიან გღლიან.
არ აღიარებ წარსულის ამბებს,როგორ მოედო სიმსივნე ავადდა უნებართვოდ... შენს კარსაც ანგრევსაწმყო, რომელიც აღარსად წავა.
ყველა შინაგან ხმასა თუ სურვილს,ანდაც უსულოდ დაწყობილ ხაზებს,ჯერ საკუთარი შვილივით უვლი,რომ მერე მშვიდად გაუშვა გზაზე...
და სხვათა ფონზე ყველაფრით უგებმათ, ვინც თავის თავს გადაამეტა,გახსოვს სახლის წინ პატარა გუბე,სადაც ეტევა მთვარის პლანეტა.
ქრიან ქარები, ყვებიან მითოსს,მოგითხოვს ღამის ბნელი არენა,იგრძნობ ეზოში ზაფხულის სითბოსროგორ ეხვევა ქარი გარედან.
გრძნობ მოურჩენელ ყველა დანაკარგს,ყველა ომსა თუ სენს თუ იარას,ოდესღაც ღმერთიც გელაპარაკა,ოდესღაც ღმერთმაც გამოიარა...
დაატრიალებ თავში მეასედშენი ბავშვობის ფირის ნარჩენებს,ზიხარ შენივე თავის სეანსზედა იცი, ვეღარ გადაგარჩენენ.
თუმც არჩევანი სადღაც გაჭირდა...აქ სხვა სიმართლეს ვეღარ მოძებნი,სიზმარში შენი სულის ფანჯრიდანსანამ მოდიან ანგელოზები.
ჭინჭარაული ნათია

ჭინჭარაული ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი