პოეზია · ლირიკა
ციცინათელა
აკაკი წერეთელი 1840–1915
ჩემო ციცინათელა!რად მიჰფრენ ნელა-ნელა?შენმა შორით ნათებამდამწვა და დამანელა!ანათებ და კარგი ხარ,მე თუმც არას მარგიხარ!ჩემი იყო, ის მინდა,შენ კი სხვისი ბარგი ხარ!აბრეშუმის პეპელა,ფუტკარი და წურბელა,შენზედ სარგებლიანიშენ გენაცვალოს ყველა!წურბელა მკურნალია,მაგრამ ცოტა მყრალია…მშიერი - სისხლის მტერი,რომ გაძღება - მთვრალია!მაშ რად მინდა წურბელა?მან გული დამიბნელა!ისევ შენ და ისევ შენ,ჩემო ციცინათელა!მეორე თაფლს და სანთელსგვიკეთებს და სარგებელსმით გვაძლევს, მაგრამ კბენითგვისივებს ცხვირ-პირს და ხელს!მაშ რად მინდა ფუტკარი,მკბენარი, მოისარი?ისევ ციცინათელა,უწყინარი ის არი!მესამე ტანს გვიმოსავს,წყნარია და არ იქმს ავს,მაგრამ უგნურებითაპარკში იღრჩობს თავის თავს!მაშ რად მინდა პეპელი,უგნურად თავის მკვლელი,და როგორ არ მერჩიოსმასაც ციცინათელი?ჩემო ციცინათელა,საით ჰფრენ ნელა-ნელა?მე ვარ შენი ერთგული,სხვა მოგატყუებს ყველა.მებრალები, - კარგი ხარ!და ვაი, სხვის ბარგი ხარ!სხვებს ბნელშიაც უნათებ,მე კი დღეც არ მარგიხარ.ნეტავ რისა გაქვს რიდი?ჩემსკენაც გამოფრინდი,ნათელი მომაფინე,მეც გამინათე ბინდი!კმა, რაც დღემდის ვიწამე;აწ საყვარლად მიწამედა მაშინ შენს სიყვარულსდამავიწყებს მიწა მე!..ჩემო ციცინათელა,სადღა ჰფრენ ნელა-ნელა?შენმა შორ-შორ ნათებამუდროოდ დამანელა!..