↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გველის გაფრენა

ხალვაში ფრიდონ

2016-05-121 წთ საკითხავი52776 ნახვა

—
მამაჩემს ვახლდი,ბალღურმა მზერამდაიმახსოვრა_ თაკარა მზეა,ციცაბოებზე სიცხე იღვრება,უცებ, ღარდებში გველმა იელვა,ბილიკი, თითქოს მუნჯის სიმღერაუხსენებელის ქვეშ იკლაკნება.
ჩვენით ავდება, კუდზე დადგება,შიშს სილამაზედ გვიტოვებს ორწილსდა ვით უფსკრულზე თოკის გაქნევა,ტიალ სივრცეში თავს გაიტყორცნის.
ხეობა ღრმაა, ცა _ უმაღლესი,არეს გახაზავს ცივი ნათება,რა მოხდა მაშინ? ახლაც არ მესმის,არც მავიწყდება, არც მენატრება.
ო, დღეის მზეო! ზოგს შენზე ზემოჰგონია ზეობს (ცოდვა გაბევრდა),შენც, ნაღვლიანო სინათლევ ჩემო,უყურებ ალბათ გველის გაფრენას.
1999
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი