პოეზია · ლირიკა
სიმღერა
წუწნისაგან გალეულს - გკოცნი, როგორც გოლეულს! -ასე, ასე ახლობელს, ისე, ისე შორეულს...
ვსუნთქავ მე შენს „მის დიორს“, როგორც სივრცეს მისტიურს...სულ პირველი მოდიხარ - ვიცი, არ დამიცდიო...
ღრუბლიდან ხარ, ციხიდან ხარ - მე როგორ დაგიმონო!ზუსტად ერთი ციდა ხარ შენ და შენი კიმონო!
მთვარეს, უკვე მილეულს, ქვიშნებს, უკვე მოლეულს -ნეტა რა გეშველება კოცნისაგან გალეულს...
წუწნისაგან გალეულს - გკოცნი, როგორც გოლეულს! -ასე, ასე ახლობელს! ისე, ისე შორეულს...
ვარ ცრემლების ზღვისაგან შენთან გამორიყული!ტაჯმაჰალს მირჩევნია მაგ აივნის რიკული...