↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოდგომა

გაფრინდაშვილი ვალერიან

2018-01-131 წთ საკითხავი5597 ნახვა

—
ის რეცხავს ზანტი რეცხავს სნეული,მოდის და მოდის ოქტომბრის წვიმა.გული ობოლი მთლად დაისიმა,მაგრამ სულ სხვაა ეს თეთრეული.
იგი ასველებს ბაშვობის დღეებსთეთრი ცრემლებით, თეთრი საპონით,რეცხავს ყოფილს და ახალ სახეებს,თვითონ მაღალი, ვით მარაფონი.
Iს მზეზე აფენს ლალს და ფარჩეულს,მაგრამ არ შრება ლალი-ქსოვილი,იმის სამყაროს, კვლავ გადარჩეულს,უნდა რომ იყოს დღეს დათოვილი.
რეცხავს ზმორებით, დაფარულ თვლემით,არ მოაკლდება მას წვიმის წყალი,მოგონებაა თუ მუზა ჩემიეს თავშიშველი მრეცხავი ქალი?
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი