↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წერილი

ბერიძე აჩი

2026-07-181 წთ საკითხავი3626 ნახვა

—
ბოდიში. გიყვები ყველაფერს. ბარათი L'AMURE,სულია მძიმე და სულია ისეთი, რა ვიცი,წვიმების შედეგად დააწყდათ ნერვები ღამურებს,იმდენად რომ ქარმა დაკარგა კივილის ხალისი.
ვიღაცა დაძვრება ჩემს სახლში, ვიღაცა სარდაფით,და მტვერი ისე თოვს, მგონია წლებს ვსუნთქავ მძინარე,ვჩერდები სიზმრებში, ამ ბოლოს მივყავარ სადაც ფიქრსდა ასე ვიხენებ ამბებს და წარსულს და წინაპრებს.
ხვალ ალბათ იწვიმებს, იწვიმებს და ვიცი გავშრები,სველი თუ ვიქნები, გავთბები თანავე ჰაერთან,ჩვენ ერთად ვიყავით, გვყავდა და არ გვყავდა ბავშვები,თუმცა კი გვინდოდა, ორივეს ცალკ-ცალკე და ერთად.
წელია ორი და საცაა დავიწყებთ მესამეს,და ასე ყოველ წელს განცდები იმედით მევსება,კალმიდან ყოველი სტრიქონის პროლოგშიც თესავენსამ წერტილს გრძნობები, რომელსაც მოვიმკი ლექსებად...
სულ ბოლო დაწერილ ლექსიდან დასაწერ ლექსამდე.
ბერიძე აჩი

ბერიძე აჩი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი