↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სველი პელიკანი

ბერიძე აჩი

2026-07-181 წთ საკითხავი3620 ნახვა

—
საგრაფო სასახლიდან უცქერდა შევალიე,ფაშფაშა სამოსელით მოკაზმულ მანდილოსანს...წამები, საათები მეც ასე შევალიე -შენს ტუჩებს - დაღალული მზერა რომ დამიკოცნა.
და სადღაც დასველებულს ვემსგავსე პელიკანებს,წვიმა რომ დაიწყო და მე ზურგი მივაგებე,ერთი კი ცხადად მახსოვს, თავი ვერ შევიკავე,გაკოცე, მინდოდა და მომენტით ვისარგებლე.
მახსოვდა ის სხეულიც, რომელზეც სილუეტებსვხატავდი თითებით და მკერდამდე მივიტანე,შენ კიდევ სიყვარულით დამსაჯე მითუმეტეს,და სამჯერ უარმყავი... და მამლის ყივილამდე.
სულ მცირე წამებია შერწყმამდე ქართა, ხეთა,ელვის ხმას დაუფრთხია ჩიტები სადენებზე,დამჩემდა სიყვარულში ასაკით გარდატეხა,სწორედ ის შემიყვარდა თვალს რომ არ ვადევნებდი.
წამები, საათები მეც ასე შევალიე -შენს ტუჩებს - დაღალული მზერა რომ დამიკოცნა,საგრაფო სასახლიდან უცქერდა შევალიე,ფაშფაშა სამოსებით მოკაზმულ მანდილოსანს...
ბერიძე აჩი

ბერიძე აჩი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი