↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პარიზი 1919 წელს

კონსტანტინე გამსახურდია 1893–1975

2026-07-182 წთ საკითხავი6036 ნახვა

—
სარჩევი 3
  1. 2
  2. 3
  3. 4
1
ხედავთ,ერებო,რევოლუციისაღვირახსნილიდაჰქეროლავს რაში.და ცეცხლის სვეტი გადახიდამზემუკუნეთში.ოკეანეებს გადაულახავთ ნაპირის ზღუდე,გრანიტის დამბა.მიწამოცნები სისხლი დალია.მიწა ღმერთს შესწვდადა ეზიარადა გახსნაღმერთმაძლიერი ხელით მიწის სხეულზე მწარე იარა.ფერმილეული,მკრთალი ლანდებიმოჰქრიან ციდანტკბილი სიმღერით.და ჩამოეშვა მზის სიმაღლიდანნარინჯისფერი სხივის ჩანჩქერი.ევროპის მკვიდრნიამდგარან მკვდრეთით და პოზაუნებს ახმაურებენ.შუბლსაიაზმა ატყვიათ სისხლისდა გარუკული ჭრილობა გულზე.ტუჩზე ღიმილი შემოხმობიათ, როგორც იარაქრისტეს სხეულზე.

2

კრთოდეთ,მაღალო,თვალშეუდგომოსასახლეებო,ოტელებო,ღამის ბარებო.თქვენ:მოედნებო სენჟერმენის,კონკორდ და კლიში.არ გერიდებათთქვენ უფლის ენის?ნუთუ არა გაქვთმაცხოვრის შიში?შენცეიფელო,ბაბილონო ჩვენ საუკუნის,მოდის გრიგალი, ვერ გიშველის შენ მეხამრიდი.ეგ არ გეგონოს არც მაროკო, ალჟირ ან ტუნის,არც გერმანია,ალბიონი ცრუ და პირფლიდი.როგორც ლანქერი,ვაგრამის გზით და ეტუალით,ბრბო გაექანა ნოტრდამისაკენმირაბოს ხიდით.მოლანდებაა სინამდვილე ნახული თვალით,ისმის ძახილი პოზაუნის კიდიდან კიდით.მოდისუფალიფეხშიშველა, გაუკითხავიდა გეკითხებათ:~ეგ თქვენა ხართ, სულს ფულზე ყიდდით?~მოდისუფალი,მიკრძალებით დახარეთ თავი,ეპიფენიის სასწაული დღე არის დიდი.

3

ქუჩები,დიდი მოედნებიდა ბულვარები აივსო ხალხით.დიდიქარხნები,რესტორნებიდა სინემები დაცარიელდა.ისმის კივილი, ჟრიამული.. . . . . . . . . .საერთო ელდა.პურპურის ცრემლითატირდა ზეცა.ავარდა ალი.განკითხვის დღეა.სიგნალი,სიგნალი,სიგნალი...ცეცხლის ტოგებითგიჟი მხედრებიდააქროლებენცისფერ ტაიჭებსდა ამბოხების პირქუში დევიკაცთ კანონებზე გადმოაბიჯებს.ჩუ!მოუსმინეთ, მილიონების ენა შეუსხამთცისკრის დაფდაფებსდა მათხოვრები ხელყავარჯნებითამტვრევენ ბირჟის დარკინულ კარებს.

4

ერთსმოელოდნენ მილიონებიდა დავარდებავინმექადაგად.ვისი ოცნებით ზრდიდნენ მონები,მოევლინება მსოფლიოს ცხადად.ახალი მოდგმა ადამის ტომისმაღალ ღვთაებას უმღერს ოსანას.ახალ სამყაროს,სამყაროს შრომისქრისტე უბოძებსმისტიურშანას.
კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი