↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საქორწინო

კონსტანტინე გამსახურდია 1893–1975

2026-07-181 წთ საკითხავი6043 ნახვა

—
ჩვენს პატარძალს მოვუქარგეთოცდახუთი ნატი.დროც მოსულა საქორწინოდა აყვავდა ფშატი.ამოვქარგეთ გულისპირზენაჩრდილი და ნაშუქარი,შეეწიოს ჩვენს პატარძალსდიდედისგან ნაჩუქარიღვთისმშობელის ხატი.მშვიდობაში, მშვიდობაში,ნუ დალიოს მაცხოვარმასასძლოს ჩვენის კიდობანშიოქრო, ვერცხლი, სათი.დედას სველი რჩება თვალი,მამას გული მწყრალი, -ტყავკაბები, ქათიბები,ასიოდე ცალი,სადიაცო, ასზე მეტი,ქირმანული შალის,საგულენი, პერანგები,მოოჭვილი ლალით.ასი მხარი აბრეშუმი,ასი მხარი დიბი,სააბანო ხალათებიშემკობილნი შიბით;შვინდისფერი ყაბაჩებინაკერი გვაქვს სითვით,სამ სეფეწულს გაათხოვებამისთანა მზითვით.
კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი