↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიყვარს ვარდები

გელოვანი მირზა

2026-07-181 წთ საკითხავი7920 ნახვა

—
მიყვარს ნაბიჯი დარხეული და წარამარა,მიყვარს ვარდები, ოღონდ თეთრი, სუფთა, ხალასი!და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი, შენს სადღეგრძელოსვიმეორებ მარად და მარად,ირიბად დავალ, ჩემი ლანდი ბარბაცით დამსდევს,ცა სისხლისფერად შეიღება როგორც იარა,ო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლივით ვარდებსდა შენს ბინის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად!
გელოვანი მირზა

გელოვანი მირზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი