პოეზია · ლირიკა
მოხუცი მიამბობდა
მიამბობდა მოხუცი, ოხვრითა და ხველებით,ჩიფჩიფებდა სიბერე, როგორც ღამე ველებში.გარედ ქარი ხაოდა გამოუცნობ ბგერებით,ტყის ხმაური ისმოდა ბუების სიმღერებში,ეხლაც მათმა ძახილმა გორებს გადაუარა:"თევდორეე... თევდორე... იპოვნეო თუ _ არა??!!"და მოხუცმა მიამბო... ო, ბევრი რამ ძალიან,ქაჯების მონატაცმა გოგომ, ოქროს თმიანმა,სატრფოს დაშორებულმა, შხამი როგორ დალია,როგორ გადაარჩინა ანგელოზმა ფრთიანმა.ხმამ ქარის მონატაცმა თავზე გადაგვიარა:"თევდორეე... თევდორე... იპოვნეო თუ არა???!!!"კვლავ ვუსმენდი გულდაგულ, გარედ ღამე ზმუოდა,ბაყაყების ყიყინი მოისმოდა შორიდან,ციმციმებდა ვარსკვლავი, თითქოს რამეს სტყუოდა,მთვარე იმზირებოდა აყუდებულ გორიდან,მოხუცს ძილმა მოსტაცა, მოურჩენი იარა,ბუები კვლავ სტიროდენ: "იპოვნეო თუ არა?.."